დეველოპერული კომპანია რედკო ზაფხულის სეზონთან დაკავშირებით ახალ აპარტ-ოტელის ტიპის პროექტში სპეციალურ ფასდაკლებას გთავაზობთ.


თქვენ გელოდებათ ყველაზე დაბალი ფასი და საუკეთესო პირობები:
  • კვადრატული მეტრი 3,400 ლარიდან
  • 3,900 ლარის ნაცვლად!
  • აპარტამენტები 30 კვ.მ-დან
  • პირველადი შენატანი 0%
  • შიდა უპროცენტო 18-თვიანი განვადება
  • ინვესტირებული თანხის უკუგება 5-7
  • წლის განმავლობაში!
  • სამშენებლო სამუშაოებს გაუძღვება
  • სამშენებლო კომპანია ანაგი
რას ნიშნავს აპარტ-ოტელი? უძრავი ქონების შეძენა ერთ-ერთი ღირებული ინვესტიციაა, რომლის განხორციელებაც ადამიანს შეუძლია. საქართველოში ტურიზმის განვითარებასთან ერთად იზრდება ბინების ფასიც. ეს ტენდენცია განსაკუთრებით ტურისტულად აქტიურ ადგილებში ფიქსირდება. აღნიშნულიდან გამომდინარე, დეველოპერებმა შექმნეს უძრავი ქონების სრულიად ახალი ტიპი - აპარტოტელი, რომელიც ორი კონ-ცეფციის - საცხოვრებელი სახლისა და სასტუმროს ერთგვარი შერწყმაა. ეს არის თქვენი სახლი კურორტზე, რომელიც დამატებით შემოსავალს მოგიტანთ. განვითარებულ ქვეყნებში აპარტოტელების სისტემა კარგად განვითრებული და აპრობირებულია. უამრავ საკურორტო ზონაში სასტუმრეობისა და სახლების რაოდენობას აპარტოტელებიც არ ჩამოუვარდება. აპარტოტელში სტუმრებს საშუალებს აქვთ ისარგებლონ სასტუმროს სერვისებით, როგორიცაა რეცეფცია, კონსიერჟი, დასუფთავება და ა.შ. იმ პერიოდში კი, როცა მფლობელი თავად არ სარგებლობს ბინით, მმართველი კომპანია მის გაქირავებაში ეხმარება. ამასთანავე, მმართველი კომპანია მფლობელებს საკუთარი ბინის გამოყენებაში პრაქტიკულად არ ზღუდავს. მეორე მხრივ, კომპლექსური მომსახურების სანაცვლოდაც გაქირავებიდან შემოსული თანხიდან გარკვეულ საკომისიოს იტოვებს. აპარტოტელების სისტემა ბოლო წლებში საქართველოშიც, განსაკუთრებით საკურორტო ზონებში, აქტიურად ვითარდება.
აპარტოტელების პოპულარიზაცია, პირველ რიგში, თავად კურორტების განვითარებამ გამოიწვია. გუდაურის მაგალითზე ნათლად ჩანს, რომ ინფრასტრუქტურის განვითარებასა და ტურისტების ყოველწლიურ ზრდასთან ერთად დაიწყო ამ სისტემის განვითარებაც. კომპანია რედკომ პირველი აპარტოტელი 2013 წელს გუდაურში გახსნა, რამაც საკმაოდ დიდი დაინტერესება გამოიწვია და მას ამ სეზონისთვის გუდაურში უკვე 8 მოქმედი აპარტოტელი აქვს. მნიშვნელოვანია, რომ კომპლექსი კანადური კომპანია "ეკოსაინის" მიერ შექმნილი გენერალური გეგმის მიხედვით ვითარდება, რაც ინფრასტრუქტურის ქაოსურად შექმნას გამორიცხავს. "ეკოსაინი" მსოფლიოში წამყვანი კომპანიაა, რომლის სპეციალიზაცია კურორტების განვითარებაა. აპარტოტელებში ბინის შეძენის უპირატესობები "ჩვენი მომსახურებით სარგებლობის შემთხვევაში რედკო მფლობელებს სთავაზობს: მომხმარებლების მოძიებას, ჯავშნების ადმინისტრირებას, სტუმრების დახვედრასა და მომსახურებას, აპარტამენტების დასუფთავებას. სისტემა ძალიან მოქნილია, რადგან ჩვენი მომხმარებლების უმეტესობა თბილისში საქმიანობს ან უცხოელია და საზღვარგარეთ ცხოვრობს. მათ პრაქტიკულად არაფერ-ზე უწევთ ზრუნვა, მიღებული შემოსავალი კი ბევრად აღემატება შესაძლო შემოსავალს საბანკო დეპოზიტიდან," - განმარტავენ Redco Management Group-ში. მათი განმარტებით, რედკოს აპარტოტელში ჩადებული ინვესტიცია მფლობელებს საშუალებას მისცემს, მიიღოს წლიური პასიური შემოსავა-ლი 18%-მდე. გადახდილი თანხის უკუგებას აპარტამენტების მფლობელი 5-7 წლის ვადაში შეძლებს. ვადა დამოკიდებულია აპარტოტელის დატვირთულობასა და საკურორტო ზონებში სეზონის ხანგრლივობაზე. "გუდაურში მაღალ სეზონზე დატვირთულობა 90%-ს აღწევს. ტურისტების რაოდენობა ყოველწლიურად 20-30%-ით იზრდება. ეს მაჩვენებლები საშუალებას გვაძლევს, რომ კურორტის სამომავლო დატვირთულობაზე პოზიტიური პროგნოზი გავაკეთოთ," - განმარტავენ რედკოში.

დეტალური ინფორმაციისთვის, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ნომერზე: +995 577 521 521 ან მოგვწერეთ ელ. ფოსტაზე sales@redco.ge